---
title: "მუხლი 169. საბაჟო ზედამხედველობა საქონელზე, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/169"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "169"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 169. საბაჟო ზედამხედველობა საქონელზე, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 169 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/169

1. საქონელი, რომელიც გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნულ საქონელზე განახორციელოს საბაჟო კონტროლი.

2. საქონლის გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ხორციელდება შესაბამისი საბაჟო პროცედურების დაცვით, ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ადგილების გავლითა და საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტით.

2¹. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანა იმ ადგილების გავლით, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის გამტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

3. თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილ საქონელზე დეკლარირებული მონაცემების უტყუარობის თაობაზე, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მტკიცებულებად ჩათვალოს დოკუმენტი ან დეკლარაცია, რომელიც გასცა სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანომ და ადასტურებს საქართველოდან გატანილი საქონლის ამ ქვეყანაში შეტანის რეგისტრაციას.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221
კარი VII
საბაჟო შეღავათები (პრეფერენციები)
თავი XXV
საბაჟო შეღავათები (პრეფერენციები)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/168.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/170.md
