---
title: "მუხლი 170. საქონლის გათავისუფლება საბაჟო გადასახდელებისაგან — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/170"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "170"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 170. საქონლის გათავისუფლება საბაჟო გადასახდელებისაგან — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 170 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/170

1. საბაჟო გადასახდელებისაგან საქონლის გათავისუფლების შემთხვევებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებითა და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ მოქმედებს.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/169.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/171.md
