---
title: "მუხლი 173. საზღვაო თევზჭერის პროდუქტებისა და ზღვის სხვა პროდუქტების გათავისუფლება იმპორტის გადასახდელებისაგან — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/173"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "173"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 173. საზღვაო თევზჭერის პროდუქტებისა და ზღვის სხვა პროდუქტების გათავისუფლება იმპორტის გადასახდელებისაგან — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 173 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/173

თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საქონლის წარმოშობის განსაზღვრის წესებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად არ ჩაითვლება და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდეგი საქონლის შემოტანისას:
ა) საქართველოში რეგისტრირებული და საქართველოს ალმით მცურავი გემის მიერ მოპოვებული თევზჭერის პროდუქტები და ზღვის სხვა პროდუქტები;
ბ) პროდუქტები, რომლებიც საქართველოშია რეგისტრირებული და საქართველოს ალმით მცურავი გადამამუშავებელ (მწარმოებელ) გემზე მიიღება ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტებისაგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/172.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/174.md
