---
title: "მუხლი 175. ზოგადი დებულებანი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/175"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "175"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 175. ზოგადი დებულებანი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 175 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/175

1. პირმა, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საბაჟო ვალდებულება, უნდა წარადგინოს გარანტია, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ერთ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ერთი გარანტიის წარდგენა.

3. მესამე პირს უფლება აქვს გარანტიის წარმდგენი ვალდებული პირის ნაცვლად წარადგინოს გარანტია.

4. გარანტიის წარდგენა საჭირო არ არის, თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საბაჟო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა.

5. გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევებს და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/174.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/176.md
