---
title: "მუხლი 176. გარანტიის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/176"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "176"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 176. გარანტიის წარდგენა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 176 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/176

საბაჟო ორგანოში გარანტიის წარდგენა სავალდებულოა:
ა) უცხოური საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას, გარდა საბაჟო საწყობში საქონლის განთავსებისა და ამ კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ტრანსპორტით გადაადგილებული ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლისა;
ბ) საბაჟო დამუშავების ოპერაციების მარეგულირებელი დებულებების საფუძველზე;
გ) თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესრულება არ არის უზრუნველყოფილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/175.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/177.md
