---
title: "მუხლი 179. გარანტიის სახეები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/179"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "179"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 179. გარანტიის სახეები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 179 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/179

1. საბაჟო ორგანოს წარედგინება შემდეგი სახის გარანტიები:
ა) საბანკო გარანტია;
ბ) ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი;
გ) დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში.

2. ვალდებული პირი უფლებამოსილია საბაჟო ვალდებულება შეასრულოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ნებისმიერი საშუალებით.

3. საჭიროების შემთხვევაში გარანტიის სხვა სახეს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/178.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/180.md
