---
title: "მუხლი 181. ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/181"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "181"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 181. ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 181 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/181

1. საბაჟო ორგანოსათვის წარსადგენი ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის გამცემი სადაზღვევო ორგანიზაციების ნუსხას, ერთი ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისისა და ერთი სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გასაცემი პოლისის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მოთხოვნისთანავე შესაბამის თანხას დამზღვევი ჩარიცხავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/180.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/182.md
