---
title: "მუხლი 182. დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/182"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "182"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 182. დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 182 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/182

1. სახელმწიფო ხაზინაში სათანადო თანხა შეიტანება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე – დეპოზიტების საბაჟო საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე, რის შესახებაც სახელმწიფო ხაზინა გასცემს შესაბამის ცნობას, საბაჟო ორგანოსათვის წარსადგენად.

2. შესაბამისი საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინისათვის წერილობითი ნებართვის გაცემის გარეშე აკრძალულია დეპოზიტზე თანხის შემტანის მიერ მისი განკარგვა.

3. სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტით უზრუნველყოფილი საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მოთხოვნისთანავე დეპოზიტის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/181.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/183.md
