---
title: "მუხლი 183. გარანტიის შეთანხმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/183"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "183"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 183. გარანტიის შეთანხმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 183 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/183

1. გარანტიის წარმდგენი ვალდებული პირი უფლებამოსილია, ამ კოდექსის 179-ე მუხლში მითითებული გარანტიის სახეებიდან ამოირჩიოს წარსადგენი გარანტია, ხოლო საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს არჩეული გარანტიის შესრულება განსაზღვრულ ვადაში.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია უარი თქვას წარდგენილ გარანტიაზე, თუ:
ა) იგი ეწინააღმდეგება საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას;
ბ) იგი, საგარანტიო თანხის ან/და გარანტიის მოქმედების ვადის გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების შესრულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/182.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/184.md
