---
title: "მუხლი 185. გარანტიის გაუქმება ან შესრულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/185"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "185"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 185. გარანტიის გაუქმება ან შესრულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 185 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/185

1. თუ არ წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, შესრულდა საბაჟო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტიები უქმდება.

2. თუ საბაჟო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია ან საბაჟო დავალიანება შესაძლოა წარმოიშვას მხოლოდ საბაჟო გადასახდელების უზრუნველყოფილი თანხის ნაწილზე, ვალდებული პირის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე საგარანტიო თანხის ნაწილი ექვემდებარება გაუქმებას.

3. დადგენილ ვადაში საბაჟო გადასახდელების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება საბაჟო გადასახდელების თანხისა და საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით.
თავი XXVII
საბაჟო ვალდებულების წარმოშობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/184.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/186.md
