---
title: "მუხლი 188. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის გატანისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/188"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "188"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 188. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის გატანისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 188 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/188

1. საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ზედამხედველობიდან იმ საქონლის გატანის დღიდან, რომელიც ექვემდებარება საბაჟო გადასახდელებით დაბეგვრას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირები არიან დეკლარანტი, საქონლის მესაკუთრე და საქონლის მფლობელი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილი აგრეთვე ვრცელდება საქონლის ისეთ გატანაზე, რომლის დროსაც საქონელს უსაფუძვლოდ ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/187.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/189.md
