---
title: "მუხლი 189. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შეუსრულებლობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/189"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "189"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 189. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შეუსრულებლობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 189 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/189

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დღიდან საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ:
ა) არ სრულდება იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის დროებითი დასაწყობების ან მის მიმართ შესაბამისი საბაჟო რეჟიმის გამოყენების მოთხოვნები, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევისა;
ბ) არ სრულდება შესაბამის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისათვის ან იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებისათვის დადგენილი პირობები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირი არის პირი, რომელმაც საქონელთან დაკავშირებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეასრულოს იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას დაქვემდებარებულ საქონელთან, მის საბაჟო საწყობში დროებით შენახვასთან, დეკლარირებული საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან ან ამ რეჟიმში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული პირობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/188.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/190.md
