---
title: "მუხლი 19. საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაცვლითი კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/19"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "19"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაცვლითი კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 19 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/19

საბაჟო ღირებულებისა და საბაჟო გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე – ლარზე გადაიანგარიშება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) იმ კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა ქვეყნებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/20.md
