---
title: "მუხლი 191. შემთხვევები, როდესაც საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/191"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "191"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 191. შემთხვევები, როდესაც საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 191 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/191

1. ამ კოდექსის 187-ე მუხლითა და 189-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საქონლის იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ვალდებული პირი დაამტკიცებს, რომ ამ კოდექსის 45-ე–47-ე მუხლებითა და 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი, თავისუფალი ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის გატანასთან, დროებით შენახვასთან და შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად საქონლის მთლიანად განადგურებით ან გაფუჭებით. ამ მუხლის გამოყენების მიზნით საქონელი გაფუჭებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება.

2. იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ იგი გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ორგანოს თანხმობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/190.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/192.md
