---
title: "მუხლი 193. მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/193"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "193"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 193. მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 193 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/193

1. იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსის გაუქმების შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას იმპორტის გადასახდელების თანხა განისაზღვრება საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის გათვალისწინებით ამ კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებითა და მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების მთლიან თანხას უნდა გამოაკლდეს საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/192.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/194.md
