---
title: "მუხლი 194. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის დეკლარირებისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/194"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "194"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 194. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის დეკლარირებისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 194 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/194

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან, თუ მისი გატანა ექვემდებარება ექსპორტის გადასახდელების გადახდას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირები არიან დეკლარანტი და საქონლის მესაკუთრე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/193.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/195.md
