---
title: "მუხლი 195. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან არადეკლარირებული საქონლის გატანისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/195"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "195"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 195. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან არადეკლარირებული საქონლის გატანისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 195 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/195

1. საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან იმ არადეკლარირებული საქონლის გატანისას, რომელიც ექვემდებარება ექსპორტის გადასახდელების გადახდას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირები არიან საქონლის მესაკუთრე და საქონლის მფლობელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/194.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/196.md
