---
title: "მუხლი 196. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის პირობების შეუსრულებლობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/196"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "196"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 196. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის პირობების შეუსრულებლობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 196 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/196

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმ პირობების შეუსრულებლობისას, რომლებიც დაკავშირებულია ექსპორტის გადასახდელებისაგან საქონლის ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლებასთან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის გადასახდელებისაგან ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლებით გატანილი საქონლის დანიშნულების ადგილისაგან განსხვავებულ ადგილზე მიტანის დღიდან. თუ საბაჟო ორგანო ვერ ახერხებს ამ დღის განსაზღვრას, საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის გატანასთან დაკავშირებული პირობების შესრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლისას.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირები არიან დეკლარანტი, საქონლის მესაკუთრე და საქონლის მფლობელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/195.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/197.md
