---
title: "მუხლი 197. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა აკრძალვებისა და შეზღუდვების არსებობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/197"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "197"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 197. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა აკრძალვებისა და შეზღუდვების არსებობისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 197 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/197

1. ამ კოდექსის 186-ე–190-ე და 194-ე–196-ე მუხლებით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ იგი შეეხება იმ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას, რომელთანაც დაკავშირებულია აკრძალვები ან შეზღუდვები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გათვალისწინებით საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა საბაჟო ტერიტორიაზე ყალბი ფულის, ნარკოტიკების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ შემოტანაზე, თუ იგი საბაჟო ორგანოს მკაცრი ზედამხედველობის გამო საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არ შევიდა სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულებით გამოყენებისა და ექპერტიზის ჩატარების მიზნით.

3. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებული დებულებების შესაბამისად საბაჟო გადასახდელები წარმოადგენს ჯარიმის საფუძველს, ან საბაჟო გადასახდელების არსებობა წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს, საბაჟო ვალდებულების წარმოშობა უნდა განისაზღვროს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების დაცვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/196.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/198.md
