---
title: "მუხლი 198. საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლების გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/198"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "198"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 198. საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლების გამოყენების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 198 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/198

თუ ამ კოდექსის 95-ე, 133-ე ან 170-ე–172-ე მუხლების თანახმად ხორციელდება იმპორტისა და ექსპორტის გადასახდელებისაგან საქონლის ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლება, აღნიშნული გათავისუფლება ასევე უნდა შეეხოს იმ საქონელს, რომლის მიმართაც ამ კოდექსის 187-ე–190-ე, 195-ე ან 196-ე მუხლების შესაბამისად წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ სათანადო პირი არ უნდა შეიმჩნეოდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის განზრახ დარღვევაში ან მის დაუდევრად გამოყენებაში და მას უნდა შეეძლოს იმის დამტკიცება, რომ საბაჟო გადასახდელებისაგან ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა პირობა შესრულებულია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/197.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/199.md
