---
title: "მუხლი 2. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/2"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "2"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 2 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/2

1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შესული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

2. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ საბაჟო ტერიტორიაზე, თუ ამავე კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საბაჟო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/3.md
