---
title: "მუხლი 200. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროის განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/200"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "200"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 200. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროის განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 200 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/200

1. ამ კოდექსის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროს განსაზღვრისათვის გამოიყენება საქონელთან დაკავშირებული ექსპორტის ან იმპორტის გადასახდელების განაკვეთები, რომლებიც მოქმედებს საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღეს, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ ჩაითვლება ის დღე, როდესაც წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ასეთი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღედ ჩაითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/199.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/201.md
