---
title: "მუხლი 201. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ადგილი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/201"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "201"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 201. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ადგილი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 201 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/201

1. საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმ ადგილას, სადაც ხორციელდება საბაჟო ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებული მოქმედებები.

2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადგილის დადგენა შეუძლებელია, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ადგილად ჩაითვლება ის ადგილი, სადაც საბაჟო ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება. ასეთი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ადგილად ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ადგილი.

3. თუ საქონელი მოქცეულია საბაჟო რეჟიმში, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ადგილად ჩაითვლება ის ადგილი, სადაც საქონელი მოექცა საბაჟო რეჟიმში.
თავი XXVIII
საბაჟო ვალდებულების შესრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/200.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/202.md
