---
title: "მუხლი 206. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/206"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "206"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 206. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 206 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/206

1. თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაცია, საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო პროცედურების დამთავრებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ საბაჟო ვალდებულების შესრულების საფუძველს არ წარმოადგენს საბაჟო დეკლარაცია, გადასახდელი თანხა ექვემდებარება გადახდას დარიცხული საბაჟო ვალდებულების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

3. თუ პირი სარგებლობს საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლით (გაგრძელებით), გადასახდელი თანხა ექვემდებარება გადახდას არა უგვიანეს ამ შეცვლილი (გაგრძელებული) ვადის დასრულებისა.

4. გამარტივებული წესით საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას საბაჟო გადასახდელების თანხა ექვემდებარება იმ ვადაში გადახდას, რომელიც გათვალისწინებულია საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელი დებულებებით.

5. ამ კოდექსის 64
1
მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №207 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.114

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/205.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/207.md
