---
title: "მუხლი 207. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის ზოგადი პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/207"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "207"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 207. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის ზოგადი პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 207 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/207

1. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლად ითვლება საბაჟო გადასახდელის ან მისი ნაწილის გადახდისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება გარკვეული დროით.

2. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება შეიცვალოს გადასახდელის მთლიანი თანხის ან მისი ნაწილის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის დარიცხვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ვალდებული პირის წერილობითი განცხადების მიღებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი გარანტიის წარდგენის შემდეგ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 კალენდარული თვით.

4. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საბაჟო ვალდებულებების დაფარვის გრაფიკზე იდება ხელშეკრულება.

5. საბაჟო ვალდებულებების დაფარვის ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას საბაჟო ორგანო ვალდებულია ვალდებული პირის მიმართ გამოიყენოს წარმოდგენილი გარანტიის შესრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/206.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/208.md
