---
title: "მუხლი 208. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის გამომრიცხველი გარემოებები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/208"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "208"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 208. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის გამომრიცხველი გარემოებები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 208 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/208

1. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადა არ შეიძლება შეიცვალოს, თუ:
ა) იგი არ არის წარმოშობილი რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე;
ბ) თუ დეკლარანტს აქვს შეუსრულებელი საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება;
გ) თუ წარდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა ან საგარანტიო თანხა ვერ უზრუნველყოფს საბაჟო ვალდებულების შესრულებას;
დ) ვალდებული პირის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამო;
ე) მიმდინარეობს საგადასახადო სამართალდარღვევის, საბაჟო სამართალდარღვევის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამო.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების აღმოჩენისას საბაჟო ვალდებულებების შესრულების ვადის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება ითვლება ბათილად, ხოლო ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება – ბათილ გარიგებად.

3. გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დღიდან 3 დღეში წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ვალდებულ პირს და შესაბამის საბაჟო ორგანოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/207.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/209.md
