---
title: "მუხლი 209. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/209"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "209"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 209. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 209 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/209

1. საბაჟო ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ ვალდებული პირის დასაბუთებული წერილობითი განცხადების მიღების შემდეგ საბაჟო ვალდებულებების დაფარვის გადავადების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის უფროსს/მის მოადგილეს.

2. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადის გაგრძელება არ ათავისუფლებს ვალდებულ პირს ბიუჯეტში საბაჟო გადასახდელების არადროულად ჩარიცხვის გამო დარიცხული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდისაგან.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/208.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/210.md
