---
title: "მუხლი 213. საბაჟო ვალდებულების შესრულების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/213"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "213"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 213. საბაჟო ვალდებულების შესრულების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 213 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/213

1. საბაჟო ვალდებულების შესრულება არის ვალდებული პირის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა. საბაჟო ვალდებულება სრულდება ვალდებული პირისათვის დაკისრებული სხვა ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად.

2. საბაჟო ვალდებულების შესრულებად ჩაითვლება:
ა) დადგენილ ვადაში საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის გადახდა;
ბ) საბაჟო გადასახდელების თანხის ჩათვლისას – ჩათვლილი ნაწილი;
გ) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებულ და საბაჟო გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებულ საქონელზე:
გ.ა) საბაჟო დეკლარაციის ძალადაკარგულად გამოცხადება;
გ.ბ) მის გაშვებამდე ჩამორთმევა, ამ კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურება, ამ კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა, ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საქონლის მთლიანი განადგურება;
დ) თუ ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა დარიცხვა და ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები;
ე) თუ საქონლის, რომელთან დაკავშირებითაც ამ კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანისას განხორციელდა მისი უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

3. ვალდებული პირი საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე პასუხს აგებს მთელი თავისი კუთვნილი ქონებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი XXX
საბაჟო გადასახდელების ჩათვლა ან დაბრუნება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/212.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/214.md
