---
title: "მუხლი 217. საბაჟო დავის დაწყების საფუძველი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/217"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "217"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 217. საბაჟო დავის დაწყების საფუძველი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 217 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/217

1. საბაჟო დავის დაწყების მატერიალური საფუძველია საბაჟო ორგანოს, დეკლარანტის, საქონლის მფლობელის, საქონლის მესაკუთრის ან სხვა ვალდებული პირის (შემდგომში – საბაჟო პროცედურების განმახორციელებელი პირის) მიერ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევა.

2. საბაჟო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია საბაჟო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წერილობითი გადაწყვეტილების მიუღებლობა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას და საბაჟო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილების წარდგენის უზრუნველყოფის შემთხვევაში საბაჟო პროცედურების განმახორციელებელ პირს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სადავო საკითხი გაასაჩივროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/216.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/218.md
