---
title: "მუხლი 22. საქართველოს საბაჟო ორგანოები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/22"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "22"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. საქართველოს საბაჟო ორგანოები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 22 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/22

1. საქართველოს საბაჟო ორგანოების ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას შეადგენს შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანოები (რეგიონული ცენტრები) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულები (ასეთი ერთეულების შექმნის შემთხვევაში).

2. შემოსავლების სამსახური შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/23.md
