---
title: "მუხლი 23. საბაჟო ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებანი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/23"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "23"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საბაჟო ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებანი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 23 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/23

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს, საბაჟო საქმის ორგანიზების მიზნით, საქონლის ექსპერტიზისა და სხვა გამოკვლევის ჩასატარებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას საბაჟო ლაბორატორიები.

2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, სავალდებულო საბაჟო პროცედურების განხორციელების გარდა, დამატებით გასწიოს საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

3. საბაჟო ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის აღნიშვნებს სამგზავრო დოკუმენტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. ამ მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირს მოსთხოვოს და შეუმოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან საქართველოდან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/24.md
