---
title: "მუხლი 239. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/239"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "239"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 239. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 239 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/239

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა, –
იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10 000 ლარით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/238.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/240.md
