---
title: "მუხლი 244. თავისუფალი ზონისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/244"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "244"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 244. თავისუფალი ზონისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 244 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/244

1. თავისუფალი ზონისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით საქონლის გადაადგილება ან ამ ტერიტორიიდან გატანა, –
იწვევს თავისუფალი ზონის მფლობელის დაჯარიმებას 3000 ლარით.

2. თავისუფალ ზონაში უკანონო საწარმოო ან სავაჭრო საქმიანობა ან/და მომსახურება, შენობა-ნაგებობების მშენებლობა, საქონლის მოხმარება ან გამოყენება, –
იწვევს თავისუფალი ზონის მფლობელის დაჯარიმებას 3000 ლარით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს თავისუფალი ზონის მფლობელის დაჯარიმებას 9000 ლარით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/243.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/245.md
