---
title: "მუხლი 246. სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/246"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "246"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 246. სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 246 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/246

1. დანიშნულების საბაჟო ორგანოში/დანიშნულების ადგილას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარისა.

3. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, მოძრაობისათვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/245.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/247.md
