---
title: "მუხლი 248. საქონლის დაკარგვა, განადგურება ან უკანონო განკარგვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/248"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "248"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 248. საქონლის დაკარგვა, განადგურება ან უკანონო განკარგვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 248 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/248

საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა/გასვლა, რასაც თან ახლავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა და რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაკარგვა, განადგურება ან უკანონო განკარგვა, –
იწვევს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/247.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/249.md
