---
title: "მუხლი 26. საქართველოს საბაჟო ტარიფის არსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/26"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "26"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საქართველოს საბაჟო ტარიფის არსი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 26 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/26

1. (ამოღებულია).

2. (ამოღებულია).

3. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება:
ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სესესნ);
ბ) საბაჟო გადასახდელების განაკვეთებისაგან ან შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან);
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შეღავათები გამოიყენება საბაჟო გადასახადის ჩვეულებრივი განაკვეთების ნაცვლად, თუ საქონელი აკმაყოფილებს ამ შეღავათებით სარგებლობისათვის დადგენილ პირობებს.

5. (ამოღებულია).

6. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/27.md
