---
title: "მუხლი 27. საქონლის კლასიფიკაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/27"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "27"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საქონლის კლასიფიკაცია — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 27 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/27

1. საქონლის კლასიფიკაციისას დეკლარანტი საქონლის კოდს განსაზღვრავს სესესნის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. თუ საბაჟო ორგანო არ ეთანხმება დეკლარირებული საქონლის კოდს, იგი ამის შესახებ აცნობებს დეკლარანტს და საქონლის კოდი განისაზღვრება სესესნის საქონლის კლასიფიკაციის ზოგადი წესებით.

3. საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი ღონისძიებები, რომლებიც მოქმედებს სხვა სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, გამოყენებული უნდა იქნეს საქონლის კლასიფიკაციის შესაბამისად.

4. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/28.md
