---
title: "მუხლი 29. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/29"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "29"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 29 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/29

1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების მიზნით.

2. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) და შეღავათიანი (პრეფერენციული).

3. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობა გამოიყენება:
ა) საბაჟო გადასახადის გამოყენებისათვის, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შეღავათებით სარგებლობისათვის;
ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიებების გატარებისათვის, რომლებიც მოქმედებს სხვა სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.

4. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის წესებით დგინდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი, რათა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები.

5. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/30.md
