---
title: "მუხლი 30. საქონლის წარმოშობის დადასტურება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/30"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "30"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. საქონლის წარმოშობის დადასტურება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 30 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/30

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას მისი წარმოშობის დასადასტურებლად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სერტიფიკატი, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ან სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად. თუ დეკლარანტს საბაჟო პროცედურები არა აქვს დასრულებული, მას საშუალება ეძლევა, საბაჟო ორგანოდან გაიტანოს საქონელი, თუ იგი გადაიხდის თავის მიერ წარდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გათვალისწინებით გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს და წარადგენს საბაჟო გარანტიას, რომლის საგარანტიო თანხა ტოლია წარდგენილი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაუთვალისწინებლად გაანგარიშებული დამატებით გადასახდელი საბაჟო გადასახდელების თანხისა.

3. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი გაცემისა და შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221
თავი VI
საქონლის საბაჟო ღირებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/31.md
