---
title: "მუხლი 35. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/35"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "35"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 35 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/35

1. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება იმ საქონლის ერთეულის ფასით, რა ფასადაც იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე დროს ან იმპორტირებული შესაფასებელი საქონლის იმპორტირების შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა იმპორტირების თარიღიდან (ამ მუხლის მიზნებისათვის იმპორტირების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის თარიღი) იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად, რომელიც ექვემდებარება შემდეგი სახის დაქვითვებს:
ა) ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილი ან გადასახდელი საკომისიოები ან იმპორტირებული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დამატებითი თანხა, რომელიც საქართველოში მიეკუთვნება იმავე კლასის ან ტიპის საქონელს და რომელშიც, ჩვეულებრივ, შეიტანება მოგება და საერთო ხარჯები;
ბ) საქართველოში ჩვეულებრივ განხორციელებული სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელები, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის შემოტანასთან ან მიწოდებასთან.

2. თუ იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში არ იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, დეკლარანტის მოთხოვნით იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასით, რა ფასადაც საქართველოში გადამუშავების შემდგომ იმპორტირებული საქონელი გამყიდველთან არაურთიერთდაკავშირებულ პირს მიეყიდა უდიდესი ოდენობით, ანუ მაქსიმალურად დიდ პარტიებად. ამასთანავე, იმპორტირებული საქონლის ფასიდან აუცილებლად უნდა გამოიქვითოს მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება, აგრეთვე გადასახდელები, ხარჯები და გადასახადები, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ ნაწილში.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/36.md
