---
title: "მუხლი 37. სარეზერვო მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/37"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "37"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. სარეზერვო მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 37 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/37

1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე–36-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგად დებულებებს და იმპორტიორ ქვეყანაში არსებულ მონაცემებს.

2. სარეზერვო მეთოდის დროს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება:
ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი;
ბ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე;
გ) სხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი;
დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება;
ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები;
ვ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი;
ზ) წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის ამ კოდექსის 36-ე მუხლის დებულებების მიხედვით.

3. თუ იმპორტიორი მოითხოვს, მას წერილობითი ფორმით ეცნობება ამ მუხლის დებულებების საფუძველზე განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და გამოყენებული მეთოდის შესახებ.

4. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს უკვე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/38.md
