---
title: "მუხლი 4. საბაჟო პოლიტიკა და საბაჟო საქმის ორგანიზება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/4"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "4"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საბაჟო პოლიტიკა და საბაჟო საქმის ორგანიზება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 4 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/4

1. საქართველოში ტარდება ერთიანი საბაჟო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და საერთაშორისო სამართლის წესებით გათვალისწინებული პრინციპების, ნორმებისა და სტანდარტების გამოყენებით საქართველოს საბაჟო საქმის ორგანიზების სრულყოფას.

2. საბაჟო პოლიტიკის გატარება განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.

3. საბაჟო საქმის ორგანიზება არის საბაჟო ორგანოების მიერ გასატარებელ იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან.

4. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლებელია საბაჟო ორგანოს თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/5.md
