---
title: "მუხლი 40. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/40"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "40"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 40 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/40

1. ამ კოდექსის 32-ე–38-ე მუხლების დებულებებისაგან განსხვავებით, მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი, იმ პირობით, რომ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების ღირებულება დოკუმენტურად განცალკევებულია პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან.

2. პროგრამის მატარებლების საბაჟო ღირებულება განისაზღვრება პროგრამის მატარებლების ღირებულებისა და მის ტრანსპორტირებაზე, ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე, მოვლასა და შეფუთვაზე გაწეული ხარჯების ერთობლიობით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის ცნება „მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებს და მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება ზემოაღნიშნული სქემები, ნახევარგამტარები ან მოწყობილობები, ხოლო ცნებები „მონაცემები“ და „სასწავლო პროგრამები“ არ მოიცავს აუდიო-, კინო- და ვიდეოჩანაწერებს.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/41.md
