---
title: "მუხლი 41. უთანხმოება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/41"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "41"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. უთანხმოება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დროს — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 41 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/41

1. თუ საბაჟო ორგანო არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, იგი ვალდებულია, თავისი მოსაზრებები აცნობოს დეკლარანტს და საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვროს ამ თავის მიხედვით. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია (მათ შორის, მტკიცებულებები და დოკუმენტები), რომელსაც საბაჟო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვს იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.

2. დამატებითი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოახდინოს საბაჟო ღირებულების კორექტირება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თარიღიდან 6 კალენდარული წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში დეკლარირების კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. თუ დეკლარანტი არ ეთანხმება საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას, იგი უფლებამოსილია, ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბაჟო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში დეკლარანტს საშუალება ეძლევა, საბაჟო ორგანოდან გაიტანოს საქონელი, თუ იგი გადაიხდის თავის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს და დამატებით წარმოადგენს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გარანტიას, რომელიც არის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ საბაჟო გადასახდელებს შორის სხვაობა.

4. დეკლარანტს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს საბაჟო ორგანოს და მიიღოს წერილობითი განმარტება თავის მიერ შემოტანილი ან/და გატანილი საქონლის შემოწმებისას საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/42.md
