---
title: "მუხლი 43. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის დროს, გარდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/43"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "43"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის დროს, გარდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 43 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/43

1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმით გატანილი საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას მათ საბაჟო ღირებულებას აკლდება გადასამუშავებლად გატანილი და დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება.

2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული იმ გადამუშავების პროდუქტების საბაჟო ღირებულება, რომლებიც დეკლარირებულია თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, განისაზღვრება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული შესაბამისი გადასამუშავებელი საქონლის საბაჟო ღირებულების ფაქტობრივად გადამუშავებული ნაწილის მიხედვით.

3. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული იმ გადამუშავების პროდუქტების საბაჟო ღირებულება, რომლებიც გაიტანება საბაჟო ტერიტორიის გარეთ, განისაზღვრება ექსპორტის საბაჟო ღირებულების პრინციპების შესაბამისად.

4. ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის VI თავის შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
კარი IV
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის ზოგადი დებულებები
თავი VII
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/44.md
