---
title: "მუხლი 47. საქონლის წარდგენის ვალდებულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/47"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "47"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. საქონლის წარდგენის ვალდებულება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 47 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/47

1. საქონელი ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე მიტანისთანავე წარედგინება საბაჟო ორგანოს. საქონლის წარდგენის ვალდებულება ეკისრება პირს, რომელმაც იგი შემოიტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ გამორიცხავს იმ დებულებების გამოყენებას, რომელთა მოქმედება ვრცელდება:
ა) მგზავრის პირად ნივთებზე ამ კოდექსის 79-ე და 90-ე მუხლების შესაბამისად;
ბ) საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე ამ კოდექსის 81-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად.

3. საქონლის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/48.md
