---
title: "მუხლი 48. ოპერაციები საბაჟო ორგანოში წარდგენილ საქონელზე — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/48"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "48"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. ოპერაციები საბაჟო ორგანოში წარდგენილ საქონელზე — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 48 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/48

საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის შემდგომ საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევის მიზნით საბაჟო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება და მისი ანალიზი ან გამოკვლევა. წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე საბაჟო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახე. ნიმუშის ან/და სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად.
თავი IX
ზოგადი დეკლარირება და საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის გადმოტვირთვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/49.md
