---
title: "მუხლი 5. საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საბაჟო საზღვარი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/5"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "5"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საბაჟო საზღვარი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 5 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/5

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისაგან, ტერიტორიული და შიდა წყლებისაგან და მათი საჰაერო სივრცისაგან (მათ შორის, თავისუფალი ზონისა და თავისუფალი საწყობის ტერიტორიისაგან). საქართველოს საბაჟო ტერიტორია აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარების, ნაგებობებისა და ხელოვნური კუნძულების ტერიტორიებს, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შემოიფარგლება საბაჟო საზღვრით, რომელიც ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/6.md
