---
title: "მუხლი 54. საქონლის დროებითი დასაწყობების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/54"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "54"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. საქონლის დროებითი დასაწყობების პირობები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 54 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/54

1. დროებით დასაწყობებული საქონელი უნდა ინახებოდეს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საქონლის მფლობელს მოსთხოვოს იმ საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ კოდექსის 188-ე და 189-ე მუხლების საფუძველზე.

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით დასაწყობებული საქონლის კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/55.md
