---
title: "მუხლი 56. საბაჟო ორგანოს მოქმედებები დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის ან განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დაუსრულებლობის შემთხვევაში — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/56"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "56"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. საბაჟო ორგანოს მოქმედებები დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის ან განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დაუსრულებლობის შემთხვევაში — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 56 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/56

1. თუ ამ კოდექსის 61-ე მუხლით განსაზღვრულ ვადებში ვალდებულმა პირმა არ განახორციელა დროებით დასაწყობებულ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებისათვის ან უკვე განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი საბაჟო პროცედურები, საქონლის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 87-ე მუხლის დებულებები.

2. საქონლის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე საბაჟო ორგანოს მოთხოვნით უზრუნველყოს საქონლის მიტანა მის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.

3. საქონლის დროებითი დასაწყობების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
თავი XI
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/57.md
